Belive

"ეს 18-წლიანი შრომის ფინალი იყო" - ავთანდილ კენჭაძე

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია. კენჭაძე 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრაში კი მაგომედ მაგომაევს დაუპირისპირდა. კენჭაძემ ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე მოჭიდავე 9-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა.

რა შემიძლია ვთქვა გარდა იმისა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ეს 18-წლიანი შრომის ფინალი იყო. ამ მომენტს მთელი ჩემი ცხოვრება ველოდებოდი. მინდა ყველა ადამიანს ვინც ჩემს წარმატებაში წვლილი შეიტანა მადლობა გადავუხადო. -

აღსანიშნავია ისიც, რომ კენჭაძემ ოქროს მედალი საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე 5-წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა.

სხვა სტატიები