Belive

"ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეიძლება შეცვალოს" - მერაბ დვალიშვილი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. მან პიოტრ იანთან მომავალი ჩხუბის შესაბ ისაუბრა და თქვა, რომ იანთან ახლა მეტად კარგი დამოკიდებულება აქვს. გარდა ამისა, აპირებს პირველი ჩხუბის გამოცდილებაც გამოიყენოს.

ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეიძლება შეცვალოს და ეს საფრთხე პიოტრის მხრიდან გაანალიზებული მაქვს. ეს ბრძოლაა, მეტოქე კი საშიშია. საბედნიეროდ, ამ ჩხუბში მე გავიმარჯვებ და წინ კიდევ ბევრი კანდიდატია.

პირველ ეტაპზე ჩვენი დაპირისპირება უფრო პირადი იყო, ახლა მეტად შეჯიბრებას გავს. ერთხელ უკვე ვიბრძოლეთ და დავამარცხე. მას შემდეგ სულ ვგულშემატკივრობდი. ერთადერთი პრობლემა რაც მასთან მქონდა, მისი ბულინგი იყო. ჩემზე და ალჯოზე ცუდად საუბრობდა. ახლა რაც არ უნდა მოხდეს, ჩხუბის შემდეგ ხელს ჩამოვართმევ.

იანი მჩაგვრელი ტიპის მებრძოლია. მის დამასამარცხებლად საჭიროა თავად დაჩაგრო. შანსი არ უნდა მისცე. მასთან ჩხუბისას ვისწავლე, რომ გაბრაზებული უნდა იყო. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ იანისა და მერაბის ჩხუბი 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. სუპერმსუბუქი ქამრისთვის ბრძოლა UFC 323-ს მთავარი დაპირისპირება იქნება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ეს დვალიშვილისა და იანის მეორე ჩხუბი იქნება. პირველ შემთხვევაში მერაბმა პიოტრის დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები