Belive

"ერთხელ მაინც მოიქეცი კაცივით და მერაბს ებრძოლე" - ალჯამაინ სტერლინგი ო'მალის

1 თვის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითმა დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას აუცილებლად მიიღებდა. სამი ყოფილი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ, "მანქანამ" ტიტულზე ჩხუბი უდავოდ დაიმსახურა. თუმცა, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბთან ბრძოლას გაურბის. ო'მალის Big Money Fight სურს და ილიასთან შეხვედრა სურს, მაგრამ "მატადორი" ჯერ მერაბთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

დვალიშვილთან ბრძოლისკენ მიუთითებს მისი ყოფილი მოწინააღმდეგე და მერაბის კარგი მეგობარი ალჯამაინ სტერლინგი.

ნამდვილი კაცი საკუთარ ოპონენტს ასახიჩრებს და შემდეგ მკერდზე ხელს ურტყამს. როგორც უკვე გითხარი მაგარი გამარჯვება იყო. ახლა ერთხელ მაინც მოიქეცი კაცივით, შეწყვიტე თავის არიდება და შეებრძოლე მომავალ საუკეთესო ბიჭს - მერაბს. - დაწერა ალჯომ საკუთარ X-ის გვერდზე

ყოფილი ჩემპიონი ამ ამბავს საკუთარ YouTube არხზე საუბრისასაც შეეხო.

თუ გნებავთ ო'მალის მოძულედ ჩამთვალეთ მაგრამ, მე ყოველთვის ჩემი ბიჭების მხარეს ვარ. მას მერაბი უნდა გამოეწვია. ჩემი აზრით სისულელეა, რაც მან თქვა. 'დანა მომეცი თვითმფრინავი, რომ ესპანეთში" გავფრინდე'. მეგობარო საერთოდ რაზე ლაპარაკობ. ქამარი მებრძოლის წინააღმდეგ დაიცავი, რომელიც Top 5-შიც კი არ იყო. - განაცხადა სტერლინგმა

სხვა სტატიები