Belive

"ერთი კვირით ადრეც, რომ შესთავაზონ გეიჯის ნაცვლად ჩხუბი, არ დათანხმდება" - ილია თოფურია

10 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია ამბობს, რომ ცარუკიანი მასთან ოქტაგონში არ შევა. ის თვლის, რომ გეიჯი თუნდაც ერთი კვირით ადრე ჩაეხსნას, არმანი მაინც რაღაც მიზეზს მოიფიქრებს და ილიასთან არ იჩხუბებს.

რა მოხდება თუ მე და არმანი შევხვდებით? ის არ იბრძოლებს. ერთი კვირით ადრეც, რომ შესთავაზონ გეიჯის ნაცვლად ჩხუბი, არ დათანხმდება. არმანი უბრალოდ გამოჩნდება და წონას ჩააბარებს, რადგან მას ყოველთვის ჩემი ბრძოლების სათადარიგო მებრძოლად სვამენ. ჩემი ჩხუბები მნიშვნელოვანია და მათ სჭირდებათ ვინმე, რომ ბრძოლა არ ჩავარდეს. წონასაც იმიტომ აბარებს, რომ ფულს უხდიან. ის ბიჭია, რომელსაც ფული უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ დღეს ხვეწნაში არ გაატარებდა. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის დამზღვევი არმან ცარუკიანი იქნება. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მებრძოლი რაიმე მიზეზით ჩხუბს ვეღარ შეძლებს, მას არმან ცარუკიანი შეცვლის. ილიას და გეიჯის ჩხუბი 15 ივნისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები