სერბულ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის პირველ საფინალო დღეს 4 მედალი მოიპოვეს ქართველმა ფალავნებმა.
57 კგ. წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა ბულგარელ მიკაი სალიმ ნაიმს 5:4 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
65 კგ. წონით კატეგორიაში სომეხ ვაზგენ ტევანიანთან ფინალში დამარცხდა ედემი ბოლქვაძე და მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.
79 კგ. წონით კატეგორიაში ტარიელ გაფრინდაშვილმა ბელარუს ულაძისლაუ იელისეიუს 4:0 სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
97 კგ. წონით კატეგორიაში ასევე მესამე ადგილს დაეუფლა გივი მაჭარაშვილი, რომელმაც სერბ ალექსანდრ პანტელიჩს დიდი უპირატესობით 10:0 აჯობა.
ხვალ 74 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს გიორგი სულავა, მისი მეტოქე რეპეშარჟში გამარჯვებული იქნება.
86 კგ-ში ასევე რეპეშარჟის გამარჯვებულს დაუპირისპიდება ბრინჯაოსთვის ზაურ ბერაძე.
92 კგ-ში რეპეშარჟში იჭიდავებს დემურ მეგენეიშვილი სადაც ბელარუს ალექსეი რუძიანოკს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვს დაუპირისპირდება.
125 კგ-ში ასევე რეპეშარჟში იჭიდავებს ზურიკო ურთაშვილიც რომელიც პოლონელ კამილ ტომაშ კოსციოლეკს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში მისი მეტოქე მოლდოველი სამჰან ჯაბრაილოვი იქნება.
ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება.