Belive

ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებულია!

4 წლის წინ სხვა
2 წთ
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა. 19 წლის ქართველ ფალავანს ტურნირზე შეკრებილ ძიუდოისტთა დიდი რაოდენობის გამო 6 შეხვედრის ჩატარება მოუწია. პირველ შეხვედრაში ესპანელი იგორ ერერას დამარცხებას ტატომ 1 ვაზარი და 4 წუთი მოანდომა. მეორე შეხვედრაში იტალიელი კრისტიან პარლატი 2 წუთსა და 22 წამში დააიპონა. ასევე იპონით გასცდა პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძესაც, თუმცა ამ ბრძოლას 3 წუთი და 1 წამი მოანდომა. შემდეგი მეტოქე ძალიან ძლიერი ბულგარელი ძიუდოისტი, ივაილო ივანოვი იყო. ბრძოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ 7 წუთი და 13 წამი გაგრძელდა. ტატომ ოქროს დროში შესრულებული ვაზარით იმარჯვა. ნახევარფინალში ქართველის წინააღმდეგ უნგრელი ატილა უნგვარი წარსდგა, მის დამარცხებას ტატომ 2 წუთი და 38 წამი მოანდომა.  ფინალში ჩვენი მეტოქე ბრაზილიელი ჟოაო მაჩედო გახლდათ, 2 წუთისა და 33 წამის შემდეგ ტატომ მეტოქე სუფთად გააკრა ბეჭებზე და პრესტიჟული ტურნირის ოქროს მედალი მოიპოვა. გუშინ საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ იასპარეზეს, თუმცა ორივე უმედლოდ დარჩა. ხვალ ასპარეზობაში 90 კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი, 100 კგ-ში გიორგი ბერიაშვილი ხოლო მძიმე წონაში გელა ზაალიშვილი და ონისე ბუღაძე ჩაერთვებიან.

სხვა სტატიები