Belive

"ერთად გავიმარჯვეთ, საქართველომ გაიმარჯვა" - დოლიძემ გულშემატკივრებს მომართა

1 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC FIGHT NIGHT-ის მთავარ ბრძოლაში რომან დოლიძემ მარვინ ვეტორი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და რევანში აიღო.

ქართველმა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დამაჯერებელი დომინაცია შემოგვთავაზა და UFC-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ Apex-ში გამართულ Fight Night-ზე რომანისა და მარვინის დაპირისპირება საღამოს მთავარი ჩხუბი იყო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვეტორი საშუალო წონის მე-9 ნომერია და მასზე გამარჯვებით დოლიძე TOP 10-ში ადგილს მიიღებს.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომან დოლიძემ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც გულშემატკივრებას მადლობა გადაუხადა.

ერთად გავიმარჯვეთ! საქართველომ გაიმარჯვა! ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. - რომან დოლიძე.

მარვინ ვეტორის წინააღმდეგ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, რომან დოლიძემ რობერტ უიტეკერთან ან ისრაელ ადესანიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

სხვა სტატიები