Belive

ენტონი ჯოშუასა და კუბრატ პულევის ბრძოლას FIFA-ს გადაწყვეტილებამ ხელი შეუშალა

4 წლის წინ სხვა
2 წთ
ენტონი ჯოშუას, რომელიც თანამედროვე ბოქსის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლია, 2020 წლის ივნისში მომდევნო ბრძოლა კუბრატ პულევის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საინტერესო დაპირისპირება გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი, უკვე არაერთი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიების ჩამშლელი და ხელისშემშლელი ფაქტორი - კორონავირუსია (covid-19). “ეიჯიმ” უკანასკნელ ორთაბრძოლაში ენდი რუიზ ჯუნიორი განმეორებით შეხვედრაში დაამარცხა, სწორედ ამ უკანასკნელმა მოახერხა, რომ ჯოშუასთვის 22-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეეწყვიტა და ე.წ “Unbeaten” (Unbeaten – დაუმარცხებელი) სტატუსიც სამუდამოდ ჩამოერთვა. რაც შეეხება კუბრატ პულევს, ბულგარელი საკმაოდ წარმატებული და ცნობილი მებრძოლია, რომელიც ყოფილი ევროპის ჩემპიონია. აღსანიშნავია, რომ მსგავსად ჯოშუასი, მასაც მხოლოდ ერთი მარცხი აქვს კარიერის განმავლობაში.
ჯოშუასა და პულევის ბრძოლა 20 ივნისს, ლონდონში, კერძოდ – საფეხურთო კლუბ “ტოტენჰემის” საშინაო არენაზე უნდა გამართულიყო, თუმცა FIFA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (შეწყდეს საფეხბურთო ტურნირები, რათა მასობრივი თავშეყრის მიზეზად არ იქცეს სპორტული ღონისძიება) თანახმად, რომელიც გავრცელებული ეპიდემიის პრევენციას ემსახურება, ზემოთხსენებული "ტოტენჰემის" 62 000-კაციანი არენა ვერც ჯოშუასა და პულევის დაპირისპირებას უმასპინძლებს. ბრძოლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა როგორც უცხოური მედიაგამოცემები ვარაუდობენ, ენტონი ჯოშუა და კუბრატ პულევი ერთმანეთის პირისპირ 2020 წლის ბოლოს დადგებიან.

სხვა სტატიები