Belive

"მინდა, ჩემი თავი გამოვიწვიო და ვნახო მესამე ბრძოლაში ვინ მოიგებს" - მერაბ დვალიშვილი

2 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ პიოტრ იანთან ჩხუბი აინტერესებს. რუსმა მებრძოლმა წელზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო გარკვეული პერიოდი ვარჯიშს მოწყვეტილია. ამ პაუზის გამო, მათმა მესამე ბრძოლამაც ოდნავ გადაიწია.

მე პიოტრ იანს ველოდები, რადგან ამ ბრძოლას აზრი აქვს. ჩვენს შორის ანგარიში 1:1-ია. 2023-ში მე დავამარცხე, 2025-ში მან გაიმარჯვა და ცხვირიც გამიტეხა. იმ ბრძოლაში რაღაცები მეც მაწუხებდა, მაგრამ ამას მიზეზებად არ მოვიყვან. ამჯერად, მომზადებისთვის კარგი მომენტი გვექნება. მინდა ჩემი თავი გამოვიწვიო და ვნახო, მესამე ბრძოლაში ვინ მოიგებს. - განაცხადა მერაბმა

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის საჩემპიონო ბრძოლა 7 დეკემბერს შედგა, სადაც დვალიშვილი დამარცხდა. თითქმის დადასტურებულია, რომ ეს ჩხუბი კიდევ ერთხელ შედგება და გასარკვევი მხოლოდ თარიღიღა რჩება.

სხვა სტატიები