Belive

"ენდე საკუთარ თავს, იმუშავე და ყველაფერს შეძლებ" - ილია თოფურია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ისტორია დაწერილია! ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. მატადორმა მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში ნოკაუტით გათიშა და დივიზიონს სათავეში ჩაუდგა.

ძალიან ბედნიერი ვარ. მეუბნებოდნენ, რომ ვერ შევძლებდი. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ ერთი ვინმე გჭირდებათ, ეს საკუთარი თავია. ენდე შენს თავს, იმუშავე და ყველაფერი შესაძლებელია. მე უბრალოდ ვიცი ჩემი შესაძლებლობები. არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ, თუ იცი საით მიდიხარ. - განაცხადა ილიამ ოქტაგონის ინტერვიუში

თოფურია უკვე მსოფლიო ჩემპიონია და დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს. "მატადორმა" მე-15 გამარჯვება მიიწერა და შემდეგი ბრძოლისთვის კონორ მაკგრეგორიც გამოიწვია.

სხვა სტატიები