EJU სარდალაშვილზე: "პარიზში შესაძლოა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვიხილოთ..."
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ რაღაც 11 დღეა დარჩენილი.
იქამდე, სანამ ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს, ევროპის ძიუდოს კავშირი პარიზის ოლიმპიადის სავარაუდო პრიზიორებზე წერს, სადაც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი - გიორგი სარდალაშვილიც არის მოხსენიებული.
გთავაზობთ ევროპის ძიუდოს კავშირის სტატიას, სადაც გიორგი სარდალაშვილზეა საუბარი.
"პარიზის ოლიმპიადაზე, 60 კგ კატეგორიაში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ფრანსისკო გარიგოსი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ესპანეთის წარმომადგენელმა, გასულ ოლიმპიურ ციკლში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და საუკეთესო ძიუდოისტებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა.
ასეთივე ფავორიტი იქნება ჩინეთის ტაიპეის წარმომადგენელი - იანგ იუნგ ვეი, რომელიც ამ წონითი კატეგორიის რეიტინგის ლიდერია და რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია.
ერთ-ერთი მთავარი იმედი კი გიორგი სარდალაშვილზე მყარდება, რომელმაც 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავი საოცრად წარმოაჩინა და ყველას დააჯერა, რომ მას ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შეუძლია დგომა. იგი ჯერ მხოლოდ 21 წლის არის და ყველაფერს იზავს, რომ მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ოლიმპიური მედალიც წაიღოს სამშობლოში..." - ვკითხულობთ ევროპის ძიუდოს კავშირის სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს, გიორგი სარდალაშვილს კი ტატამზე 27 ივლისს ვიხილავთ.