"ძმაო, შენ მხოლოდ ერთი ქამარი დაიცავი" - მაქს ჰოლოუეი მახაჩევზე
2 დღის წინ
სხვა
1 წთ
მაქს ჰოლოუეიმ ისლამ მახაჩევის მიერ ოქტაგონზე ორი ქამრით გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა. ჰავაიელი ვერ მიხვდა რატომ გადაკიდეს მახაჩევს ორი ქამარი, როდესაც მხოლოდ ერთი დაიცვა.
ორი ქამარი რატომ გამოიტანე ძმაო, აურისთვის? რაც არის არის ძმაო. შენ ჩემპიონი ხარ, თან არ ხარ. ეს დროებითი იყო. შენ მხოლოდ ერთი ქამარი დაიცავი და ორივე რატომ გამოგაქვს? არ ვიცი... - ამბობს მაქს ჰოლოუეი
‼️🎙️Max Holloway on Islam having 2 belts after UFC 330 win:
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) August 17, 2026
“Why the fuck do you have two belts? For aura? I mean, like, it is what it is, bro. I mean, like, you are, but you're not. That was temporary, but now you're just defending one belt, bro.” pic.twitter.com/zOo2PYztlG
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი მსუბუქი წონის ჩემპიონობის შემდეგ ქვესაშუალო წონაში გადავიდა. დაღესტნელმა იქაც მოიგო ტიტული და ორი წონის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ახლა მსუბუქი წონის ჩემპიონი ჯასტინ გეჯია. რაც შეეხება მახაჩევის ბოლო ჩხუბს, ის ქვესაშუალო წონის ქამრისთვის იყო, რომელიც წარმატებით დაიცვა.