ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა
4 წლის წინ
სხვა
3 წთ
- 100კგ. წონითი კატეგორია ვარლამ ლიპარტელიანი -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვლავ პირველ პოზიციაზეა. მეორე ადგილზე გადავიდა ოლიმპიური ჩემპიონი აარონ ვულფი, რომელმაც ჟორჟე ფონსეკა ჩაანაცვლა. ამ წონის ტოპ 50-ეულში კიდევ ორი ქართველია - ილია სულამანიძე (მე-20 ადგილი) და ონისე სანებლიძე (44-ე ადგილი). +100კგ. წონითი კატეგორია მძიმე წონაში ოლიმპიადის ფინალისტები - ლუკაშ კრპალეკი (8521 ქულა) და გურამ თუშიშვილი (7414 ქულა) ლიდერობენ. მე-11 ადგილზეა გელა ზაალიშვილი, 24-ეა ლევან მატიაშვილი.
ქალებს შორის -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-16 პოზიციაზეა ეთერ ლიპარტელიანი. -52კგ-ში 31-ეა ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, -70კგ-ში 44-ეა მარიამ ჭანტურია, მძიმე წონაში კი 89-ეა სოფიო სომხიშვილი.