Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: I დღე - ორივე ოქროს მედალი იაპონიის ანგარიშზეა

1 წლის წინ სხვა
4 წთ

დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. დღეს ტატამზე მამაკაცებში -60 კგ წონით კატეგორიამ, ქალებში კი -48 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.

2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, -60 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა – ლუხუმ ჩხვიმიანმა მიიღო, რომელიც სამწუხაროდ პირველივე ეტაპზე დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.


-60 კგ წონითი კატეგორიის მედალოსნები

-60 კგ წონით კატეგორიაში, A ბადის გამარჯვებული ტაიბეის წარმომადგენელი - უეი იენგ იანგი გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში ყაზახი - იელდოს სმეტოვი დაამარცხა.

B ბადის გამარჯვებული კი 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი - ნაოჰისა ტაკატო გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში ესპანელი - ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა.

C ბადეში დიდი ბრძოლა იყო, საბოლოოდ 1/4 ფინალში მონღოლმა - არნიუბოლდ ენკჰტაივანმა გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ჩვენთვის დიდი სენსაცია მოხდა D ბადეში, სადაც ბადის ფავორიტად მიჩნეულმა ლუხუმ ჩხვიმიანმა, პირველივე ბრძოლა სენსაციურად დათმო და ასპარეზობას პირველივე წრიდან გამოეთიშა. საბოლოოდ ბადის გამარჯვებული უზბეკი - დილშოდბეკ ბარატოვი გახდა.

პირველ ნახევარფინალში მონღოლ-უზბეკური დაპირისპირება შედგა. მეორე ნახევარფინალი კი ტაიბეურ-იაპონური იყო.

საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო: კარიერაში მეოთხედ, მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს იაპონელი - ნაოჰისა ტაკატო დაეუფლა.

ვერცხლის მედალი მონღოლმა ძიუდოისტმა - არნიუბოლდ ენკჰტაივანმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ყაზახი - იელდოს სმეტოვი და ტაიბეელი - უეი იენგ იანგი დაეუფლნენ.


-48 კგ წონითი კატეგორიის მედალოსნები

-48 კგ წონითი კატეგორია ქალთა ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რადგანაც აქ ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყრის ერთად თავს.

ამ წონით კატეგორიას 3 გამორჩეული ლიდერი ჰყავდა: ფრანგი - შირინ ბუკლი, იაპონელი - ფუნა ტონაკი და ასევე იაპონელი - ნაცუმი ცუნოდა.

დიდი სენსაცია მოხდა მეორე ბრძოლაში, როდესაც ამ წონითი კატეგორიის პირველი ნომერი, ფრანგი - შირინ ბუკლი ასპარეზობას გამოეთიშა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა. A ბადის გამარჯვებული სწორედ ის ყაზახი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ბუკლი დაამარცხა.

B ბადეში გამოკვეთილი ფავორითი იყო, იაპონელი - ნაცუმი ცუნოდა, რომელმაც თავდაპირველად ტაიბეელი, შემდეგ ესპანელი, 1/4 ფინალში კი იტალიელი სპორტსმენები დაამარცხა და B ბადის გამარჯვებასთან ერთად, ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

C ბადეში გერმანელმა - კატარინა მენცმა გაიმარჯვა.

D ბადეში კი სენსაცია მოხდა, იაპონელი - ფუნა ტონაკი 1/4-ფინალურ ეტაპზე ესპანელ - ხულია ფიგუეროასთან დამარცხდა თანაც ისე, რომ გამოუყენებელი ილეთი შეასრულა და შეჯიბრიდან მოიკვეთა.

ნახევარფინალური დაპირისპირებები

პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, ყაზახ - აბიბა აბუჟაკინოვასა და იაპონელ - ნაცუმი ცუნოდას შორის გაიმართა, სადაც გამარჯვებული იაპონელი ძიუდოისტი დარჩა.

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი გერმანელმა - კატარინა მენცმა ესპანელი მეტოქე - ხულია ფიგუეროა დაამარცხა.

საბოლოოდ ოქროს მედალი იაპონელმა - ნაცუმი ცუნოდამ მოიგო (ზედიზედ მეორედ). ვერცხლის მედალს დასჯერდა, გერმანელი - კატარინა მეცი. ბრინჯაოს პრიზიორები კი, იტალიელი - ასუნტა სკუტო და ყაზახი - აბიბა აბუჟაკინოვა გახდნენ.

სხვა სტატიები