ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე III - ოქროს მედლები მონღოლეთსა და ბრაზილიაში მიდის
დღეს, 8 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -73 კგ, ქალებში კი -57 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.
2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, -73 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ლაშა შავდათუაშვილმა მიიღო, რომელიც დამამშვიდებელში ბრაზილიელ მეტოქესთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა. ასევე მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა.
3 დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთ მედალი არ არის.
-73 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები
-73 კგ წონით კატეგორიაში, A ბადის გამარჯვებული იაპონელი – სოიჩი ჰაშიმოტო გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.
B ბადის გამარჯვებული მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერი, ისრაელის წარმომადგენელი – ტოჰარ ბუტბული გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში ბრაზილიელ – დანიელ კარნინის აჯობა.
C ბადეში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნავარაუდები იყო. მსოფლიოს მეორე ნომერმა, მონღოლმა - ცონგბაატარ ცენდ-ოჩირმა მარტივად მოიგო საკუთარი ბადე და ნახევარფინალში გავიდა.
D ბადეში კი დიდი ბრძოლები გაიმართა. ბადის გამარჯვებული იტალიელი – მანუელ ლომბარდო გახდა. ლომბარდომ ჯერ უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა, შემდეგ ყირგიზი, 1/8 ფინალში მოლდოველ - ვიქტორ სტერპუს აჯობა, 1/4 ფინალში კი აზერბაიჯანელ - ჰიდაირატ ჰეიდაროვს.
პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს იაპონიისა და ისრაელის წარმომადგენლები შეხვდვნენ. მეორე ნახევარფინალი კი იტალიურ-მონღოლური დაპირისპირება შედგა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, -73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში აზიური დაპირისპირება შედგა. ოქროს მედალს მონღოლი - ცონგბაატარ ცენდ-ოჩირი დაეუფლა. ვერცხლის მედალი იაპონელმა – სოიჩი ჰაშიმოტომ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ბრაზილიელი – დანიელ კარნინი და აზერბაიჯანელი – ჰიდაიატ ჰეიდაროვი დაეუფლნენ.
-57 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები
-52 კგ წონითი კატეგორია ქალთა ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, რადგანაც აქ ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყრის ერთად თავს. ამ წონით კატეგორიას 3 გამორჩეული ლიდერი ჰყავდა: კანადელი – ჯესიკა კლიმკაიტი, იაპონელი – ჰარუკა ფუნაკუბო და ისრაელის წარმომადგენელი – ტიმნა ნელსონ ლევი.
A ბადეში სენსაცია მოხდა. 1/4 ფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, კანადელი -ჯესიკა კლიმკაიტი სამხრეთ კორეელ - მიმი ჰუჰთან დამარცხდა.
B ბადეში გამოკვეთილი ფავორიტები ეთერ ლიპარტელიანი და იაპონელი - ჰარუკა ფუნაკუბო იყვნენ, თუმცა სამწუხაროდ ბადის გამარჯვებული იაპონელი ძიუდოისტი გახდა.
C ბადეში ამ წონითი კატეგორიის პირველმა ნომერმა, ისრაელის წარმომადგენელმა - ტიმნა ნელსონ ლევიმ გაიმარჯვა.
D ბადის გამარჯვებული კი ბრაზიელი – რაფაელა სილვა გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში უკრაინელი - დარია ბილოდიდი დაამარცხა.
ნახევარფინალური დაპირისპირება
პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, იაპონელ – ჰარუკა ფუნაკუბოსა და სამხრეთ კორეელ – მიმი ჰუჰს შორის გაიმართა, სადაც დრამატულ ბრძოლაში იაპონელმა ძიუდოისტმა გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი მინი სენსაცია მოხდა, ბრაზილიელმა – რაფაელა სილვამ, მსოფლიოს პირველი ნომერი – ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.
საბოლოოდ ოქროს მედალი ბრაზილიელმა – რაფაელა სილვამ მოიგო (კარიერაში მეორედ - პირველად 2013 წელს.) ვერცხლის მედალს დასჯერდა, იაპონელი – ჰარუკა ფუნაკუბო. ბრინჯაოს პრიზიორები კი, კანადელი – ჯესიკა კლიმკაიტი და მონღოლმა – ენხრილენ ლხაგვატოგო გახდნენ.