Belive

ძიუდოისტი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
უზბეკი ძიუდოისტი - კამოლიდინ რასულოვი 29 წლის ასაკში, დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. რასულოვი უზბეკეთის ძიუდოს ნაკრების წევრი და 2019 წლის ტაშკენტის გრან პრის ვერცხლისმედალოსანი იყო. -81კგ წონით კატეგორიაში რასულოვი რეიტინგის 34-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კამოლიდინ რასულოვს ტაშკენტში მომხდარი დაპირისპირების დროს, ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რასულოვს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიაყენეს. რასულოვის მკვლელობის ბრალდებით ერთ-ერთი ათლეტი იძებნება.

სხვა სტატიები