Belive

მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა

1 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC-ის უკანასკნელი ივენთის შემდეგ, რომელშიც რამდენიმე გასაოცარი ბრძოლა ვიხილეთ, ორგანიზაციის მებრძოლთა რეიტინგი განახლდა.

აბუ დაბიში გამართულ ივენთზე, მერაბ დვალიშვილის სპარინგ პარტნიორმა და თანაგუნდელმა - ალჯამაინ სტერლინგმა სანახაობრივი ბრძოლის შედეგად, თიჯეი დილაშოუ დაამარცხა და ზედიზედ მეორედ შეძლო სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამრის დაცვა.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე მყოფი პიოტრ იანი ყველასათვის მოულოდნელად შონ ო'მალისთან დამარცხდა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა რეიტინგში საგრძნობლად წინ წაიწია და ერთბაშად 10 პოზიციით დაწინაურდა.

მიუხედავად იმისა, რომ აბუ დაბიში გამართულ ივენთზე მერაბ დვალიშვილს მონაწილეობა არ მიუღია, რეიტინგში ცვლილება მასაც შეეხო და 1 პოზიციით დაწინაურდა. UFC-ის განახლებულ რეიტინგში, ქართველი მებრძოლი პიოტრ იანთან ერთად მეორე პოზიციაზე იმყოფება.

სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსს კვლავ ალჯამაინ სტერლინგი იკავებს. 1 ადგილზე შონ ო'მალი იმყოფება, ხოლო მეორე ადგილს პიოტრ იანი და მერაბ დვალიშვილი იყოფენ.

UFC-ის ეგიდით გამართულ ბრძოლებში, მერაბ დვალიშვილი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ქართველი მებრძოლის უკანასკნელი მსხვერპლი სახელოვანი ჟოზე ალდო გახდა. ალდოსთან გამართულ ბრძოლას განსაკუთრებულს ის გარემოებაც ხდის, რომ მერაბ დვალიშვილმა ოქტაგონზე ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და დივიზიონის ელიტაში ღირსეულად დაიმკვიდრა თავი – UFC-ის ლეგენდის დამარცხების შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლისაკენ მიმავალ რთულ გზაზე, ქართველმა მებრძოლმა თამამი განაცხადი გააკეთა.

სხვა სტატიები