"ძალიან მიყვარს და მის წინააღმდეგ თავს ვერ წარმოვიდგენ" - მერაბი ვოლკთან ბრძოლაზე
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
სუპერმსუბუქი წონის ქამრისკენ სვლაში მერაბმა ყველა მებრძოლი დაამარცხა. "მანქანამ" დივიზიონში უკლებლივ ყველა წარმოდგენილ მეტოქეს მოუგო და ახლა მეორე წრეზე მიდის. UFC-ს ჟურნალისტმა ლორა სანკომ, მერაბს წონის შეცვლის და ვოლკანოვსკისთან ჩხუბის იდეაზე ჰკითხა.
პირველ ყოვლისა მე ის მიყვარს. მასთან ბრძოლა არასდროს მომინდება. არ ვფიქრობ, რომ ის ჩემთვის მარტივი მეტოქე იქნება. ვოლკი ჩემზე ბევრად უკეთესია. არ მინდა გეგონოთ, რომ გარისკვის ან ვინმესთან ბრძოლის მეშინია. უბრალოდ ვოლკანოვსკის ძალიან დიდ პატივს ვცემ და მასთან ჩხუბი არ მინდა. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს მომავალი ბრძოლა შონ ო'მალის წინააღმდეგ აქვს. განმეორებითი ჩხუბი ნიუ ჯერსიში 8 ივნისს გაიმართება.