Belive

"ძალიან ბედნიერი ვარ, თუ ერთ დღეს UFC საქართველოშიც ჩამოვა" - მერაბ დვალიშვილი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

21 ივნისს ბაქო UFC-ს ღონისძიებას უმასპინძლებს. მერაბ დვალიშვილი აზერბაიჯანში იმყოფება და ჩხუბებს დაესწრება. "მანქანამ" ადგილობრივ მედიასთანაც ისაუბრა და თქვა, რომ ერთ დღეს UFC საქართველოშიც ჩამოვა.

მე საქართველოდან ვარ და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ღონისძიება ერთ დღეს ჩემს ქვეყანაშიც ჩატარდება. ეს ცოტა კომპლექსური საკითხია. თქვენ ძალიან გაგიმართლათ. მინდა ყველა აზერბაიჯანელ მებრძოლს წარმატება ვუსურვო. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

აღსანიშნავია, რომ მერაბი ბაქოში მხოლოდ მაყურებლის როლში არ ჩასულა. როგორც დადასტურდა, ის აზერბაიჯანელი ნაზიმ სადიხოვის კუთხეში იქნება. მერაბი და ნაზიმი აშშ-ში ერთ დარბაზში ვარჯიშობენ და თანაგუნდელები არიან.

სხვა სტატიები