დვალიშვილის მწვრთნელი: "მერაბს ნოკაუტი სურს"
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი ჯონ ვუდი დვალიშვილის სტრაიკინგით გაოცებულია. როგორც ჯონი ამბობს, დვალიშვილი კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონებს სპარინგში ტოლს არ უდებს. თუ ბოლო პერიოდში გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, დვალიშვილის გუნდი კორის გათიშვას გეგმავს.
ვფიქრობ, მისი შემდეგი მიზანი ვინმეს გათიშვა იქნება. მას ნოკაუტი სურს. ის ძალიან განვითარდა. დარბაზში კიკბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონები და მსოფლიო დონის სტრაიკერები გვყავს. ზოგჯერ ძალიან გაოცებული ვრჩები, თუ რამდენად კარგი და დომინანტური შეიძლება იყოს მერაბი ამ ბიჭების წინააღმდეგ. ეს ბიჭი უბრალოდ განსაკუთრებულია და ამიტომაც არის ჩემპიონი. - ჯონ ვუდი
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სენდჰეგენის ჩხუბი 5 ოქტომბრის დილას დაიწყება. მერაბისთვის ეს მეოთხე სატიტულო ჩხუბი იქნება და გამარჯვების შემთხვევაში ქამარს მესამედ დაიცავს.