Belive

დვალიშვილის ჩემპიონობის დღეს UFC-მ რეკორდული თანხა გამოიმუშავა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ლას ვეგასის "სფერომ" სპორტულ ღონისძიებას პირველად უმასპინძლა და ეს გარიგება ყველასთვის მომგებიანი აღმოჩნდა. "სფერო" 1 წელია რაც გაიხსნა და ღონისძიების ბილეთების გაყიდვით რეკორდული თანხა მიიღო, ისევე როგორც, ორგანიზაცია UFC-მ გამოიმუშავა ყველაზე დიდი თანხა 1 ივენთის ჩატარებაში.

ღონისძიების საღამოს 10 ბრძოლა გაიმართა, ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, ყოფილი ჩემპიონის, შონ ო'მალის ქამრის მერაბ დვალიშვილისთვის გადაბარება იყო. UFC ადასტურებს, რომ სუფთა შემოსავალმა 22 მილიონი ევრო შეადგინა, რაც საუკეთესო შედეგია ორგანიზაციის დაარსების დღიდან. "სფერომ" 16024 ბილეთი გაყიდა. საშუალოდ, თითო ადამიანმა ბილეთში 1300 დოლარზე მეტი გადაიხადა, რაც ასევე სარეკორდო ფასია UFC-ის შოუებისთვის.

დანა უაითის განცხადებით, ორგანიზაცია უახლოეს მომავალში “სფერო” არენაზე ღონისძიებას აღარ ჩაატარებს, რადგან კომპანია “MGM-თან” აქვს კონტრაქტი, რომელმაც ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვა.

აქამდე UFC-იმ გაყიდული ბილეთების რაოდენობით რეკორდი 2016 წელს UFC 205-ზე დაამყარა, როცა “მედისონ სქუერ გარდენზე” შემოსავალმა 17,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

სხვა სტატიები