UFC 278-ის ივენთზე, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივარს სოცარი ბრძოლა აჩუქა, რომელშიც ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა.
3-რაუნდიანი დაპირისპირება მერაბ დვალიშვილის სრული დომინირებით წარიმართა, რაც ლოგიკური შედეგით - ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა! მსაჯების გადაწყვეტილებით, დვალიშვილმა მეტოქე სამივე რაუნდში (29-28, 29-28, 30-27) დაამარცხა.
ამ ბრძოლას განსაკუთრებულს ის გარემოებაც ხდის, რომ მერაბ დვალიშვილმა ოქტაგონზე ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და დივიზიონის ელიტაში ღირსეულად დაიმკვიდრა თავი - UFC-ის ლეგენდის დამარცხების შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლისაკენ მიმავალ რთულ გზაზე, დვალიშვილმა თამამი განაცხადი გააკეთა.