დვალიშვილი საუკეთესო მებრძოლთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
UFC 316-ზე შონ ო'მალი დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონაში საუკეთესოობა გაიმყარა. დივიზიონის ფაქტობრივად გაწმენდის შემდეგ, "მანქანა" ნელ-ნელა ამ წონის GOAT-ად ყალიბდება. დღეს განახლდა UFC-ს რეიტინგები, სადაც დვალიშვილის წინსვლა კიდევ ერთხელ დაფასდა.
მერაბ "მანქანა" დვალიშვილი Pound for Pound რეიტინგში მეორე ადგილზეა. ქართვემა ამ გამარჯვებით ორი პოზიციით გადაუსწრო და ილია თოფურიასთან ერთად ჯონ ჯონსიც ჩამოიტოვა. დვალიშვილის ამ ეტაპზე მხოლოდ ისლამ მახაჩევი უსწრებს.
