Belive

დვალიშვილი და ო'მალი მარტში იბრძოლებენ?

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილის მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჭორები აქტიურად ვრცელდება. გარკვეული გამოცემები წერენ, რომ ჩემპიონი UFC 313-ზე მარტში, შონ ო'მალის წინააღმდეგ დაბრუნდება. ბუნებრივია ეს ყველაფერი დადასტურებული არ არის, თუმცა არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, დვალიშვილი-ო'მალის მეორე ბრძოლაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დანა უაითმა მერაბის მომავალ მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით, საკმაოდ მკაფიო განცხადება გაავრცელა. UFC-ის პრეზიდენტის თქმით, ქართველი უმარ ნურმაგომედოვთან იბრძოლებს და ამაზე ბევრ საუბარს არ აპირებს.

მერაბსა და უმარს შორის სოციალურ ქსელში სიტუაცია უკვე დაძაბულია. დვალიშვილი თვლის, რომ ნურმაგომედოვი საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებს და მას ყველაფერი მარტივად ერგო.

სხვა სტატიები