Belive

დვალიშვილი | ასკრენისგან უფრო მეტს ველოდი

3 წლის წინ სხვა
2 წთ
იუთუბერი ჯეიკ პოლი MMA-ის ყოფილ მებრძოლ ბენ ასკრენს დაუპირისპირდა. კრივის წესებით გამართული ბრძოლა შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ჯეიკ პოლმა გამარჯვება პირველივე რაუნდში, ბრუტალური ნოკაუტით მოიპოვა. ბენ ასკრენის მარცხს UFC-ის მებრძოლები კოლბი კოვინგტონი და ალჯამაინ სტერლინგი გამოეხმაურნენ. კოვინგტონის მტკიცებით, პოლისა და ასკრენის ბრძოლა გარიგებული იყო. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა – ალჯამაინ სტერლინგმა რეფერის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა.
111

ჯეიკ პოლისა და ბენ ასკრენის ბრძოლის თაობაზე, Live.ge UFC-ის ქართველ მებრძოლ - მერაბ დვალიშვილს დაუკავშირდა. დვალიშვილის მტკიცებით, ასკრენისგან უფრო მეტს ელოდა, თუმცა იცოდა, რომ მას კრივში ნაკლები შანსი ჰქონდა.
"ჩემი აზრით, გარიგებული ბრძოლა არ იყო. გასათვალისწინებელია, რომ ჯეიკ პოლი ეძებს ისეთ მოწინააღმდეგეს, რომელიც არის პოპულარული, მაგრამ კრივში ნაკლები შანსი აქვს. ბენ ასკრენი უკვე ასაკოვანია, არ ვარჯიშობს. ის კრივში არასდროს გამოირჩეოდა." "კრივის წესებით გამართულ ბრძოლაში, ჯეიკ პოლს ბენ ასკრენთან გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდა. ბრძოლა ზუსტად ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო. ბენ ასკრენისგან უფრო მეტს ველოდი, თუმცა ყველამ ვიცოდით, რომ ასკრენს კრივში ნაკლები შანსი ჰქონდა." "გარიგება არაფერ შუაშია, უბრალოდ ამ ბრძოლით ორივე მოგებული დარჩა. ტრანსლაციების გაყიდვები საკმაოდ დიდი იყო. ამ შემთხვევაში ბენ ასკრენიც მოგებულია. ასკრენმა გარანტირებული ჰონორარის სახით 500.000 დოლარი მიიღო და ტრანსლაციების გაყიდვებიდანაც დამატებით პროცენტებს მიიღებს", - აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, 1 მაისს, UFC FIGHT NIGHT 190-ის ივენთზე, მერაბ დვალიშვილი კოდი სტამანს დაუპირისპირდება. 31 წლის ამერიკელის წინააღმდეგ გასამართ ბრძოლაში, Live.ge-ს გუნდი ქართველ მებრძოლს წარმატებას უსურვებს.

სხვა სტატიები