"დოლიძეს რომ მოეგო, სწორედ ის იქნებოდა ადესანიას მომავალი მეტოქე" - ჯონ ანიკი
UFC-ის კომენტატორი და MMA-ს ექსპერტი ჯონ ანიკი თვლის, რომ ვეტორის დამარცხების შემთხვევაში, ისრაელ ადესანიასთვის რომან დოლიძე საპირწონე მეტოქე იქნებოდა.
"დოლიძისა და ვეტორის დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინ UFC 286-ზე შედგა. ახლო ბრძოლა იყო. ვფიქრობ, რომ ვეტორიმ მოიგო, მაგრამ ბევრს საპირისპირო აზრი აქვს. დოლიძეს რომ მოეგო, ის ახლა საუკეთესო სამეულში იქნებოდა. მოგების შემთხვევაში სწორედ ის იქნებოდა ადესანიას მომავალი მეტოქე." - წერს ანიკი საკუთარ სოციალურ გვერდზე.
Marvin Vettori v. Roman Dolidze...went down a few weeks ago at UFC 286. Close fight. I thought Vettori won but many did not. And had Dolidze gotten the nod, he'd be in the top 3, a fresh opponent for Adesanya, and perhaps the guy we'd be talking about.
— Jon Anik (@Jon_Anik) April 10, 2023
მაიამიში გამართული UFC 287 საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. გარდა იმისა, რომ მაყურებელმა ხორხე მასვიდალი ოქტაგონზე ბოლოჯერ იხილა, გულშემატკივარი UFC-ში ალექს პერეირას პირველ მარცხსაც შეესწრო. ბრაზილიელი მებრძოლი ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ დამარცხდა და “იზიმ” საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.
აღსანიშნავია, რომ თავად რომანიც გამოეხმაურა ამ ბრძოლას და ადესანიათან დაპირისპირებაზე მზაობა გამოთქვა.
"ტვიტერზე დავბრუნდი. ახლახან ვუყურე სატიტულო ორთაბრძოლას და აშკარაა, რომ ადესანიას გამარჯვება კარს უხსნის იმ მებრძოლებს, რომლებსაც მასთან აქამდე არ უბრძოლიათ. ამ ბრძოლას მივიღებ." - წერს რომანი საკუთარ სოციალურ გვერდზე.
I’m back on Twitter! 🙌
— Roman Dolidze (@romandolidzeufc) April 10, 2023
I just watched a title bout and it’s obvious that Adesanya’s victory opens many doors for fighters who has not fought him.
I’ll get this guys!🏆 pic.twitter.com/SZ50ArDYwF