Belive

დირკ ნოვიცკიმ ფავორიტი კალათბურთელები დაასახელა 

4 წლის წინ სხვა
1 წთ
NBA-ს ლეგენდამ დირკ ნოვიცკიმ, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავისი ფავორიტი კალათბურთელები დაასახელა. "დალას მავერიქსის" ყოფილმა მძიმე ფორვარდმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები, შესაბამისად კობი ბრაიანტი და ლებრონ ჯეიმსი გამოარჩია. "გასაოცარია თუ როგორ ახერხებს ეს კლუბი კალათბურთის უმაღლეს მწვერვალზე ყოფნას და უდიდესი სათამაშო კულტურის შენარჩუნებას ამდენი წლის განმავლობაში.  კობი და ლებრონი ჩემთვის ყოველთვის ფავორიტი კალათბურთელები იყვნენ, მათი თამაშის ყურება მუდმივად მსიამოვნებდა და მათ გვერდით თამაში მაინტერესებდა. მათ კარგად იციან თუ როგორ მოიგონ რთული მატჩები. ისინი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელების გვერდით დგანან", - თქვა 41 წლის გერმანელმა. ვეტერანმა სპორტსმენმა, რომელმაც მთელი კარიერა ტეხასურ კლუბში გაატარა, 2011 წელს საჩემპიონო ბეჭდის მოგებაც მოახერხა.

სხვა სტატიები