Belive

დინამო თბილისმა გამოცდილი ხორვატი წყალბურთელი დაიმატა

1 წლის წინ სხვა
1 წთ
"დინამო თბილისს" ახალწვეული ჰყავს: გუნდის რიგებს ხორვატი წყალბურთელი, ანდრია ვლაჰოვიჩი შეუერთდა. იგი საქართველოს ნაკრების წევრის, დუშან ვასიჩის შემცვლელად განიხილება, რომელიც კარიერას "ცრვენა ზვეზდაში" გააგრძელებს. ცნობილია, რომ ვლაჰოვიჩმა "დინამო თბილისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი უკანასკნელი გუნდი "ტელიმარი" გახლდათ. იტალიურ გუნდთან ერთად, გასულ სეზონში, ვლაჰოვიჩმა ევროთასის ფინალში ითამაშა და სეზონის განმავლობაში 52 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, “დინამო თბილისი” ლიდერებმა – მარკო ელაჩამ (C), დუშან ვასიჩმა, სანდრო ადეიშვილმა და ანდრია ბითაძემ დატოვეს. ამჟამად, “დინამოელები” სანაკრებო თამაშებზე არიან გადართულები – მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები, დებიუტანტის როლში იყო წარმოდგენილი და ამის მიუხედავად, მე-10 ადგილი დაიკავა. მსოფლიო პირველობის შემდეგ, დეიან სტანოიევიჩის გუნდი ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება (29 აგვ – 10 სექ): ქართველი წყალბურთელები იტალიის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები