Belive

დინამო თბილისი Vs. ნოვი ბეოგრადი | პრევიუ

3 წლის წინ სხვა
6 წთ
22 დეკემბერს, წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი”, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს, საშინაო არენაზე, სერბული “ნოვი ბეოგრადის” წინააღმდეგ გამართავს. უმაღლესი კატეგორიის ევროპულ ტურნირზე სულ 16 გუნდია, რომელიც 2-ჯგუფში თანაბარი რაოდენობითაა გადანაწილებული. სამწუხაროდ, ამ მხრივ ქართულ გუნდს არ გაუმართლა, ვინაიდან უძლიერესი გუნდებით დაკომპლექტებულ ჯგუფში აღმოჩნდა. ამ სპორტის ექსპერტებმა, ამ მოცემულობას სახელიც შესაბამისი - "სიკვდილის ჯგუფი" შეარქვეს. (ქვემოთ ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავ და ნახავ, მაგრამ თუ კითხვა "გეზარება" დააჭირე აქ.)

ზოგადი ინფორმაცია


ნოვი ბეოგრადთან მატჩამდე თბილისურმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის მატჩი, წყალბურთის გუნდ "თბილისის" წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა დინამოელების გამარჯვებით, ანგარიშით - 18:12, დასრულდა.

რაც შეეხება სერბულ გუნდს,  მათ ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ, ისიც უძლიერესი "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ, გასვლით მატჩში და თანაც მინიმალური სხვაობით (11:10). ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე, ადგილობრივ ჩემპიონატში ნოვი ბეოგრადმა გასვლითი მატჩი ჩაატარა, სადაც ვოევოდინას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 6:18, გაანადგურეს, რითაც ადგილობრივ ჩემპიონატში, 9-დან 9 მოგებით, ლიდერობა შეინარჩუნეს. დინამო თბილისი, განსხვავებით ჩემპიონთა ლიგის წინა ტურის შეხვედრისგან, სადაც "რადნიჩკის" წინააღმდეგ იასპარეზა, დანაკლისის გარეშეა. თავის მხრივ, საქართველოს დედაქალაქს, სერბული კლუბიც სრულფასოვანი შემადგელობით ესტუმრება.

როგორი გუნდია ნოვი ბეოგრადი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?



პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე 16-ვე გუნდი უმაღლესი სტანდარტების მქონე გუნდია, წინააღმდეგ შემთხვევაში LEN-ისგან ეგრეთ წოდებულ აკრედიტაციას ვერ მიიღებდნენ. "ნოვი ბეოგრადი" თავის მხრივ ზემოთხსენებულ გუნდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგელობითაა წარმოდგენილი. უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, საფეხბურთო პარალელი გავავლოთ და გეტყვით, რომ ეს არის "პსჟ" ანუ ეს არის გუნდი, რომელსაც ძალიან ბევრ პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ჰყავს. სერბებმა წლევანდელი სეზონისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური ინვესტირება გააკეთეს საკუთარ გუნდში, რათა უძლიერესი შემადგენლობით ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი, თუმცა თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ მათი მთავარი პრობლემა ამ ეტაპისთვისაც კი შეთამაშებულობაა, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში - 2 მოგებით, 1 ფრითა და 2 მარცხით, მე-4 პოზიციას იკავებენ.
  • დუშან მანდიჩი - საუკეთესო მემარცხენე
  • დუშკო პიეტლოვიჩი - საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი
  • ნიკოლა იაკსიჩი - საუკეთესო ცენტრალური მცველი
საყურადღებოა, რომ ზემოთმოყვანილი მოთამაშეების გარდა, სერბებს არაერთი უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სერბული კლუბის ღირსებას ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი წყალბურთელი, ნიკოლოზ შუშიაშვილიც იცავს.

მწვრთნელების კომენტარი



"ჩემპიონთა ლიგაზე თითოეულ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. თბილისში მორიგი 3 ქულის მოსაპოვებლად ჩავდივართ. ეს შეხვედრა ჩვენთვის სატურნირო თვალსაზრისითაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, შესაბამისად მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ", - აცხადებს ვლადიმერ ვუიასინოვიჩი.
"ეს არის მორიგი გამოწვევა, მორიგი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ ვიაზრებთ თითოეული მეტოქის სიძლიერეს და განსხვავებას ჩვენსა და მათ შორის, თუმცა ჩემი წყალბურთელებისგან ვითხოვ, რომ ყველა დუელში, დაცვასა და შეტევაში, მაქსიმუმი გაიღონ. რთულია, მაგრამ ეტაპობრივად უნდა ავამაღლოთ ჩვენი კონკურენციის დონე ამისათვის კი, როგორც აღვნიშნე თითოეული წყალბურთელისგან ბოლომდე დახარჯვაა საჭირო", - განაცხადა დეიან სტანოიევიჩმა.

მოთამაშეების კომენტარი | VIDEO



შედეგობრივი მოლოდინი



როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სერბული კლუბი წელს მსოფლიოში საუკეთესო ფორმაციის გუნდია და რთულია მათ წინააღმდეგ მოგების ამბიციით იყო წარმოდგენილი, თუმცა არც იმის წინასწარ დაანონსებაა სწორი, რომ "წასაგებად გავდივართ". თუ ვიქნებით გულწრფელები, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატი ამ დროისთვის საკმაოდ დაბალ საფეხურზეა. იმდენად დაბალზე, რომ სპორტულ სტატისტიკურ გვერდებს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი საერთოდ არ აქვთ შეტანილი ჩამონათვალში. შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის თითოეული შეხვედრა ქართული კლუბისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა და ამასთან ერთად, მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ, როგორც ღირსეული წინააღმდეგობის, ასევე ყველასთვის მოულოდნელი გამარჯვების მოპოვება. შესაბამისად, შეხვედრას ასეთი პათოსით შეგვიძლია შეხვედოთ - ქართული წყალბურთის განვითარებისა და მშენებლობისათვის აუცილებელი კიდევ ერთი აგური, რომელსაც ან სერბები დაადებენ ჩვენს "კონსტრუქციას" ან მინიმუმ არწაგების შემთხვევაში ამას ჩვენ თავადვე ვიზამთ.

სად ვუყუროთ?



ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრას, სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" უმასპინძლებს, სადაც კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე 300 მაყურებელი იქნება დაშვებული.  ყურება პირველ რიგში სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკზეა" შესაძლებელი, თუმცა თუ დასწრებას ვერ ახერხებთ - ქართულ-სერბული დაპირისპირება თბილისის დროით, 19:00 საათზე, Live.ge-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და საქართველოს პირველ არხზე გაშუქდება.

სხვა სტატიები