Belive

"დიდების დარბაზში" მოხვედრის შემდეგ, მეივეზერმა ცრემლები ვერ შეიკავა | VIDEO

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთი განსაკუთრებული მოკრივე - ფლოიდ მეივეზერი, კრივის დიდების დარბაზის წევრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფენომენალური პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, დაუმარცხებელმა მეივეზერმა (50-0) 5 დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა - კრივის ლეგენდა აღნიშნავს, რომ დიდების დარბაზში მოხვედრა, მისი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. Covid-19-ის პანდემიის გამო, 2020 და 2021 წლის კლასების დაჯილდოვება წელს გაიმართა. მეივეზერთან ერთად, დიდების დარბაზში კიდევ 13 მოკრივე მოხვდა. მეივეზერის გვერდით, ისეთი საკულტო მოკრივეები აღმოჩნდნენ, როგორიცაა: ვლადიმირ კლიჩკო და ანდრე ვარდი. 2-წუთიანი სიტყვით გამოსვლის დროს, მეივეზერმა ემოციების შეკავება ვერ შეძლო.

სხვა სტატიები