Belive

დიასისა და მასვიდალის პრესკონფერენციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ნეით დიასისა და ხორხე მასვიდალის წინასაბრძოლო პრესკონფერენცია საკმაოდ მხურვალე გამოდგა.

როგორც ჩანს, დიასი საუბრის ხასიათზე არ იყო ან უბრალოდ მეტოქის პირისპირ დგომი არ სურდა. UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა პრესკონფერენცია დატოვა და დაძაბულობაც სწორედ აქ დაიწყო.

დავიღალე ამ პრესკონფერენციით. მიხარია, რომ ასეთი საოცარი ბრძოლები ინიშნება. მაგრამ, იცით რა? აქ მე ჩემი საქმე უკვე გავაკეთე. ჩემს ბრძოლამდე პრესკონფერენციაში მონაწილეობას აღარ მივიღებ. ამ მახინჯის დედაც... სხვა დროს შევხვდებით. - განაცხადა ნეით დიასმა

ამ სიტყვების შემდეგ, ნეითმა პრესკონფერენცია დატოვა და ხორხეც თან გაჰყვა. დიასმა ყოველგვარი პასუხის გარეშე კულისებამდე იარა, თუმცა, უკან მიმყოლი ხორხე დიასის გუნდს შეეჩეხა. ჩხუბიც სწორედ აქ დაიწყო, როცა მხარეებმა ერთმანეთში არასასიამოვნო სიტყვები გაცვალეს.

სხვა სტატიები