"თოფურია ჩემთან ბრძოლისას ასეთი თავდაჯერებული აღარ იქნება" - არმან ცარუკიანი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ESPN MMA-თან ინტერვიუში არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. სომეხ მებრძოლს ყურადღება "მატადორის" თავდაჯერებაზე გაუმახვილეს. როგორც ცარუკიანი ამბობს, რომ ილიას მასთან ბრძოლაში ჩვეული თავდაჯერება გაუქრება.
ოლივეირასთან გამარჯვება წინა დღეს აღნიშნა, რადგან იცოდა აუცილებლად მოიგებდა. დარწმუნებული იყო, რომ ჩარლზი ვერც გათიშავდა და ვერც მიწაზე გადაიყვანდა. ოლივეირა თოფურიასთვის იდეალური მეტოქე იყო. იცოდა, რომ 99.9%-ით გაიმარჯვებდა. ჩემთან ასეთი დარწმუნებული ვერ იქნება. - განაცხადა არმან ცარუკიანმა
ამ ეტაპზე არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს. სომეხმა ილიასა და ჩარლზის საჩემპიონო ჩხუბი დააზღვია, ამის ხარჯზე მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლის შემდეგ პრეტენდენტად სწორედ ის განიხილება.