Belive

"დღევანდელი გადმოსახედიდან, ო'მალისთან ბრძოლას არ უნდა დავთანხმებულიყავი" - ალჯამაინ სტერლინგი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალიმ მისი საოცნებო ჩემპიონის ქამარი UFC 292-ზე მოიპოვა, როცა ალჯამაინ სტერლინგი ნოკაუტით დაამარცხა. "შუგამ" იამაიკელის 9-ბრძოლიანი გამარჯვებების სერია დაასრულა და სუპერმსუბუქ წონას სათავეში თავად ჩაუდგა.

არიელ ელვანისთან საუბრისას სტერლიგნმა განაცხადა, რომ ო'მალისთან ბრძოლაზე თანხმობას ნანობს. შონთან შეხვედრამდე ალჯომ მისი ქამარი UFC 288-ზე ჰენრი სეხუდოსთან დაიცვა. სამი თვის შემდეგ კი ო'მალისთან ჩხუბიც ჩაენიშნა.

UFC-მ მითხრა, რომ ეს ჩემი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრძოლა იქნებოდა. ეს ყველაფერი ხაბიბი-კონორის მომენტს ძალიან ჰგავდა. ვფიქრობ, შემოთავაზებაზე უარის თქმა არ შემეძლო, რადგან ამან ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ო'მალისთან ბრძოლას არ უნდა დავთანხმებულიყავი. აღსადგენად სხეულისთვის მეტი დრო უნდა მიმეცა. იმისათვის, რომ 61 კილოგრამამდე კარგად დავიკლო 10-12 კვირა მჭირდება. - განაცხადა ალჯამაინ სტერლინგმა

ბოლოს ალჯო ოქტაგონზე სწორედ შონის წინააღმდეგ ვნახეთ. მას შემდეგ 6 თვე გავიდა და თითქოს დრო არის, რომ იამაიკელი რვაკუთხედში კვლავ ვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ჭორები, თითქოს სტერლინგი UFC 300-ზე იბრძოლებს.

სხვა სტატიები