"დღეს მაქსი მარტივად დაგამარცხებს" - ილიამ მაკგრეგორის პოსტს უპასუხა
არიელ ელვანისთან ინტერვიუში ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი მაკგრეგორთან მარცხის გამო, რბილად რომ ვთქვათ, გააკრიტიკა. "მატადორი" თვლის, რომ ირლანდიელთან დამარცხებულ მებრძოლს პრეტენზიები აღარაფერზე უნდა ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით კი მაკგრეგორმა საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ბუნებრივია, რომ ილია თოფურია ირლანდიელის პოსტს უპასუხოდ არ დატოვებდა და X-ის საშუალებით ასეთი განცხადება გაავრცელა:
შენთან ბრძოლის შემდეგ მაქსი 100%-ით განვითარდა. მან გააანალიზა, რომ თუ უნდა ამ სპორტით იცხოვროს, ისეთი ცუდი აღარ უნდა იყოს, რომ შენს მსგავსთან არ უნდა წააგოს. დღეს მაქსი მარტივად დაგამარცხებს. რემატჩში დასტინმა დაგანოკაუტა, ნეითმა ორჯერ მოგიგო, ხაბიბმა მიწასთან გაგასწორა და 50 წლის ფლოიდმა კრივის გაკვეთილი ჩაგიტარა. შენს ადგილას დაჯექი ბავშვო. ყალბი მებრძოლი ხარ. - წერს ილია თოფურია
100% Max has improved after fighting you. He must have realized that if he wanted to make a living from this, he couldn’t be so bad as to lose to someone like you. Nowadays, he beats you easily. Dustin knocked you out in the rematches, Nate beat you two times, Khabib humiliated… https://t.co/OpKVqL4gqM
— Ilia Topuria (@Topuriailia) October 16, 2024
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ელის. "მატადორი" აბუ დაბიში ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს. დაპირისპირება 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული და აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჰოლოუეის BMF ქამარი არ გათამაშდება.