Belive

დენიელ კორმიე თვლის, რომ დანა უაითი არასწორად მოიქცა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილი მებრძოლი და ახლა უკვე კომენტატორი დენიელ კორმიე თვლის, რომ დანა უაითი არასწორად მოიქცა, როცა მეუღლეს ხელით შეეხო.

"დანა შეცდა და მან ეს აღნიშნა კიდეც. მან დაუყონებლივ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მას ძალიან კარგად ესმის, რომ შეცდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მებრძოლი მის დაცვას ცდილობს. რატომ უნდა დაიცვა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შეცდა."

UFC-ის პრეზიდენტს მებრძოლი დასტინ პორიეც გამოეხმაურა და მანაც დაგმო უაითის საქციელი:

"ქალზე ხელი არასდროს უნდა ასწიო. არ ვიცი რა შედეგები მოჰყვებოდა ასეთი რამ სხვას, რომ გაეკეთებინა. წარმოდგენა არ მაქვს. ეს ნამდვილად არ არის კარგი საქციელი."

UFC-ის პრეზიდენტი და ენ უაითი, რომლებიც 26 წელია დაქორწინებულნი არიან, ახალ წელს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდნენ, მაგრამ წვეულებაზე ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც წყვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ ცოლ-ქმარს შორის აშკარა უთანხმოებაა, რის შემდეგაც ქალბატონი უაითი მის მეუღლეს სახეში ხელს ურტყავს და ამ ყველაფერზე დანაც საპასუხოდ მოქმედებს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორივენი საკმაოდ ნასვამები იყვნენ და იქვე აღნიშნეს, რომ დაპირისპირება მალევე განიმუხტა.

სხვა სტატიები