Belive

"კომუნიკაციის ნაკლებობა საერთოდ არ არის" - დანა უაითი მაკგრეგორის მდგომარეობაზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA-ის გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია კონორ მაკგრეგორის დაბრუნებას ელოდება. მძიმე ტრავმის შემდეგ, ირლანდიელი უკვე სამი წელია ოქტაგონზე არ გვინახავს. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. თავად კონორი ამბობს, რომ ამის მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა.

თუმცა, დანა უაითი საპირისპიროს ამბობს. UFC-ის პრეზიდენტმა ამ თემაზე ჰენრი სეხუდოსთან და კამარუ უსმანთან ერთად, Pound 4 Pound-ის პოდკასტში ისაუბრა.

კომუნიკაციის ნაკლებობა საერთოდ არ არის. იცით ამაღამ კონორი სად არის? ის ნიუ-იორკში, Road House-ის პრემიერაზეა. მას ახლა ამ ფილმის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით ვალდებულებები აქვს. ის მთელ მსოფლიოში დაფრინავს. ეს არის ვალდებულება, რომელიც მან აუცილებლად უნდა შეასრულოს. კონორს ამ ფილმის მიმართ ვალდებულებები აქვს და ეს ორი საქმე ერთად არ გამოვა. როგორც კი ამ ფილმის პრემიერა შედგება კონორს შეუძლია დარბაზში დაბრუნდეს და ვარჯიში დაიწყოს, თუნდაც სრული დატვირთვით. - განაცხადა დანა უაითმა

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა UFC 264-ზე გამართა. ირლანდიელმა დასტინ პორიესთან ბრძოლაში ფეხი მოიტეხა და ბუნებრივია, რომ დამარცხდა კიდეც. მას შემდეგ, Notorious-ის დაბრუნებაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა, კონორი კვლავ ოქტაგონს გარეთ რჩება.

სხვა სტატიები