Belive

"დაურეკე UFC-ის და შემებრძოლე" - ევლოევი ალჯამაინ სტერლინგს მიმართავს

8 თვის წინ სხვა
1 წთ

მოვსარ ევლოევს UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ალჯამაინ სტერლინგთან ბრძოლის იდეა ხიბლავს.

UFC 300-ზე ქვემსუბუქ წონაში ალჯამაინ სტერლინგის დებიუტი შედგა. იამაიკელმა მებრძოლმა სამრაუნდიან დაპირისპირებაში კელვინ კატარი დაამარცხა. Funk Master-მა ჩხუბის დასრულების შემდეგ, მოვსარ ევლოევი მის პოტენციურ მეტოქედ მოიხსენია.

ორი გრეპლერის დაპირისპირება. ვფიქრობ, ის სტილი როგორც ჩვენ ვიბრძვით, ძალიან სახალისო სანახავი იქნება. - განაცხადა ალჯომ გასულ კვირას MMA Hour-თან საუბრისას

ევლოევი, რომელმაც ბოლო ბრძოლაში არნოლდ ალენი დაამარცხა, სახელოვან სპორტსმენებთან დაპირისპირებას არ გაურბის. მას სურს, რომ ჩემპიონების კანდიდატებს შორის ადგილი გაიმყაროს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოვსარ ევლოევი ალჯამაინ სტერლინგთან შესახვედრად მზად არის.

მამაცი ხარ თუ ჩემზე საუბრობ. ეს მომწონს! დაურეკე UFC-ის და შემებრძოლე. მე მზად ვარ. - წერს ევლოევი საკუთარ X-ის გვერდზე

შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევი დიდი ხნის განმავლობაში თოფურიასთან ბრძოლას ითხოვდა. ინგუშ და ქართველ სპორტსმენს შორის არც ისე კარგი ურთიერთობაა. სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ არასასიამოვნო სიტყვები არაერთხელ გაცვალეს. საბოლოოდ, მივიღეთ სიტუაცია, სადაც ევლოევს ბევრის დამტკიცება უწევს იმისთვის, რომ ილიასთან რინგი გაიზიაროს.

სხვა სტატიები