Belive

"ჯასტინ გეიჯის მოცდა მოუწევს" - მაიკლ ბისპინგი

11 საათის წინ სხვა
1 წთ

მაიკლ ბისპინგი ამბობს, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბი UFC-მ სასწრაფოდ უნდა ჩანიშნოს. ის თვლის, რომ ამ ორი ჩემპიონის ჩხუბი ამაზე საინტერესო აღასდროს იქნება. ბისპინგის თქმით, გეიჯიმ ცოტა ხანი უნდა მოიცადოს.

ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წინააღმდეგ - ამაზე დიდი ბრძოლა არ არსებობს. ვიცი ჯასტინი დროებითი ჩემპიონია, ილია კი უდავო ჩემპიონი. თუმცა, ამ ბრძოლა მილიარდობით ადამიანი ნახავს. ასეთ სიტუაციაში ჯასტინ გეიჯს მოცდა მოუწევს.

ასეთი შესაძლებლობა ცხოვრებაში ერთხელ გვეძლევა. მთავარი კითხვა ესაა - იქნება თუ არა რუსისა და ქართველის ბრძოლა საღამოს მთავარი ჩხუბი? ჩემი აზრით, ამას მნიშვნელობა არ ექნება, რადგან მათ უბრალოდ ყველაზე დიდი ჩხუბის ჩანიშვნა სურთ. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ დროებითი ქამრისთვის ჩხუბში პადი პიმბლეტი დაამარცხა და ტიტულის თოფურიასთან დაცვა მოუწევს. რაც შეეხება მახაჩევს, ის საშუალო წონის ჩემპიონია და ილიასთან ჩხუბზეც თანახმაა.

სხვა სტატიები