Belive

"დათანხმდით ჩხუბს და დაამტკიცეთ, რომ აქამდე მოსასვლელად უბრალოდ გამიმართლა" - უმარ ნურმაგომედოვი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

არიელ ელვანისთან ვიზიტისას ალჯამაინ სტერლინგმა მერაბსა და უმარს შორის შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ყოფილი ჩემპიონი უმარის წარმატების მთავარ შემოქმედად ხაბიბს მიიჩნევს და თვლის, რომ ქამრისთვის ჩხუბი ჯერ არ დაუმსახურებია.

სწორედ ამ განცხადებას საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით უმარი გამოეხმაურა.

კარგი იქნებოდა ისიც დაგემატებინა, რომ ამ ბრძოლის ჩანიშვნის ძალიან გეშინია. ეს არის ერთადერთი ჩხუბი, სადაც შენ და შენი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებული არ ხართ. თუ აქამდე მხოლოდ ჩემი ძმის სახელით მოვედი, ესე იგი მერაბისთვის ყველაზე მარტივი მეტოქე უნდა ვიყო. დათანხმდი ჩხუბს და დაამტკიცე, რომ აქამდე მოსასვლელად უბრალოდ გამიმართლა. - წერს უმარ ნურმაგომედოვი

მას შემდეგ, რაც უმარ ნურმაგომედოვმა აბუ დაბიში სენდჰეგენი დაამარცხა, დანა უაითმა ქამრის შემდეგ ჩელენჯერად ის დაასახელა.მიუხედავად ამისა, მერაბი თვლიდა და ახლაც თვლის, რომ დაღესტნელი მებრძოლი საჩემპიონო შანსს არ იმსახურებს.

სხვა სტატიები