დასტური იმისა, რომ სანდრო ბაზაძეს გამარჯვება წაართვეს
ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, ზედიზედ მეორე ოლიმპიადაა ტურნირს სკანდალურად ემშვიდობება. 2020 წელს ტოკიოში და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეც, სანდრო ბაზაძის მარცხის დროს, მსაჯები აშკარა არაკომპეტენტურობას იჩენენ. დებიუტშიც და ფინალიც ნერვული გამოდგა სანდრო ბაზაძის მერვედფინალური დაპირისპირება, რომელიც მან ოლიმპიადაზე ეგვიპტელ მეტოქესთან ჩაატარა და საბოლოოდ ქართველის მარცხით - 14:15 დასრულდა. ბევრი კითხვა გაჩნდა მსაჯობასთან დაკავშირებით, როგორც თავად სპორტსმენის, ასევე გულშემატკივრების მხრიდან. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმაც და ფარიკაობის საერთაშორისო ორგანიზაციას კორუმპირებული უწოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ შენელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ბოლო, გადამწყვეტი ჩხვლეტა ქართველ სპორტსმენს ეკუთვნის, მისი წითელი ნათურები აშკარად უფრო ადრე ინთება.