"დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მერაბი მიწაზე ვერ გადაგვიყვანს" - სეხუდოს მწვრთნელი
8 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე დაბრუნებამდე ორი კვირა რჩება. ქართველის მოწინააღმდეგე Triple C ჰენრი სეხუდო იქნება. ამერიკელის დამარცხების შემთხვევაში დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაზე სერიოზული განცხადების გაკეთება შეუძლია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სეხუდო UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონია.
ჰენრისთვის ეს ბრძოლა დაბრუნების კარგი შანსია და ძალიან სერიოზულადაც ემზადება. საკუთარი YouTube არხის საშუალებით Triple C მის გულშემატკივარს ცნობებს საკმაოდ აქტიურად აწვდის.
მოსამზადებელი პერიოდის თითქმის ნახევარი გავიარეთ. ბრძოლასთან ძალიან ახლოს ვართ. დღეს უბრალოდ სტიმულაციის ვარჯიში გვაქვს. ახლა უფრო ტაქტიკურად ვმუშაობთ, მაგრამ ბოლო პერიოდში ძლიერ დარტყმებზეც გადავალ. ეს ყველაფერი ჩემს ორგანიზმს უფრო გააძლიერებს. - ამბობს ჰენრი
სეხუდოს მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა მისმა ჭიდაობის მწვრთნელმაც. ჯოშ კრამერი ამბობს, რომ დვალიშვილი სეხუდოს ერთხელაც ვერ გადაიყვანს მიწაზე.
დაცვაზე ბევრს ვმუშაობთ. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მერაბი მიწაზე ვერ გადაგვიყვანს. ეს ბიჭი ბრძოლის მიწაზე გაგრძელებას მინიმუმ 50-ჯერ შეეცდება, მაგრამ წარმატებული არცერთი იქნება. - განაცხადა ჯოშ კრამერმა
მერაბისა და სეხუდოს დაპირისპირება თბილისის დროით 18 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურიაც იბრძოლებს.