უკრაინის ძიუდოს ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე 13 სპორტსმენით ჩამოვა. მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის 2-2-გზის ჩემპიონი - დარია ბილოდიდი იქნება, რომელიც - 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. ამ მომენტისთვის ტურნირზე 32 ქვეყნის 270 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.
უკრაინის ნაკრების შემადგენლობა:
- 60 კგ. ბეკირბეკ მორგოიევი
- 66 კგ. - ევგენ გონჩარკო
- 73 კგ. - არტემ ხომულა
- 81 კგ. - გევორგ მანუკიანი, სერგეი კრივჩაჩი
- 90 კგ. - არტიომ ბუბირი
- 90 კგ. - ზაურ დუნიამალიევი
- 100 კგ. - ოლექსეი იერშოვი
+ 100 კგ. - იაკივ ხამო
- 57 კგ. - დარია ბილოდიდი
- 70 კგ. - ნატალია ჩისტიაკოვა
- 78 კგ. - ელიზავეტა ლიტვინენკო