Belive

5 სპორტსმენით პარიზში - უკრაინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ისინი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოს, საფრანგეთის, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებების, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის, აზერბაიჯანის, ესპანეთის, პორტუგალიისა და უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობები. სულ ახლახანს კი, უკრაინის დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა.

ცნობილი ხდება, რომ უკრაინის ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ 5 სპორტსმენით წარდგება, საიდანაც 2 მამაკაცია, 3 კი ქალი.

შემადგენლობა


60 კგ - დილშოტ ხალმატოვი

66 კგ - ბოგდან იადოვი

ქალები:

57 კგ - დარია ბილოდიდი

78 კგ - ელიზავეტა ლიტვინენკო

+78 კგ - ქრისტინა გომანი.

ასევე ცნობილი ხდება, რომ უკრაინელები პარიზის ოლიმპიადაზე 2 სპარინგ-სპორტსმენს წაიყვანენ და ესენი - მიხაილო სვიდრაკი და ალინა შილოვა იქნებიან.

სხვა სტატიები