დაქვეითების შემდეგ, დოლიძემ რეიტინგში ერთი საფეხურით აიწია
9 თვის წინ
სხვა
1 წთ
4 თებერვალს, მიმდინარე წელს UFC-ის ოქტაგონზე პირველი ქართველი ვიხილეთ. რომან დოლიძემ ნასურდინ იმავოვის წინააღმდეგ იბრძოლა. დაპირისპირება ჩვენს სასიკეთოდ არ დასრულდა. მსაჯების გადაწყვეტილებით ნასურდინ იმავოვმა რომან დოლიძე დაამარცხა და კარიერაში მე-13 გამარჯვება ჩაიწერა.
მარცხის გამო, ქართველმა მე-8 პოზიცია დაკარგა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, საშუალო წონის რეიტინგის ხელახლა განახლების შემდეგ, დოლიძემ ერთი საფეხურით აიწია. რომანი Top 10-ში ადგილს კვლავ ინარჩუნებს და მე-9 პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ დოლიძისთვის UFC-ში ეს მესამე მარცხი იყო. რომანმა პირველი ბრძოლა ტრევინ ჯაილსთან, მეორე კი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ დათმო. ქართველს კარიერაში სულ 12 გამარჯვება აქვს.