Belive

"დანამდვილებით გეტყვით, რომ ყველა დროის საუკეთესო ღონისძიებას ნახავთ" - დანა უაითი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითი ამბობს, რომ მომავალ წელს UFC-ის გულშემატკივრებს დიდი ჩხუბები ელოდებათ. როგორც პრეზიდენტი გვპირდება, ჯონ ჯონსის და კონორ მაკგრეგორის დაბრუნებასაც ვიხილავთ.

როცა მებრძოლები ოქტაგონზე გამოვლენ, ფონად თეთრი სახლი და ვაშინგტონის მონუმენტი იქნება. ამ ქარდზე ჩხუბი ყველას სურს, ყველას! დანამდვილებით გეტყვით, რომ ყველა დროის საუკეთესო ღონისძიებას ნახავთ. ჯონ ჯონსი პოდინგის სისტემაში ოფიციალურად დაბრუნდა. ჩვენი საოცნებო მთავარი ბრძოლა ასპინალისა და ჯონსის ჩხუბი იქნება. შესაძლებელია კონორმა და ჯონსმა ერთ ქარდზე იჩხუბონ. - განაცხადა დანა უაითმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ UFC-ს ღონისძიებას თეთრი სახლის ეზოში უმასპინძლებს. ეს ყველაფერი მომავალ წელს ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის აღსანიშნავად იგეგმება.

სხვა სტატიები