დაუნდობელი ალექსა გრასო და ისევ ნაცემი ადესანია | რა ვნახეთ Figth Night-ზე?
ისრაელ ადესანია, სიეტლში, UFC Fight Night-ზე ჯო პაიფერთან დამარცხდა. ეს მისი ზედიზედ მეოთხე მარცხია UFC-ში. სიეტლის საღამოს მთავარი ღონისძიება სწორედ ადესანიასა (24-6) და პაიფერის (16-3)ბრძოლა იყო, პაიფერმა ადესანია მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ადესანიას ზედიზედ ოთხი წაგება აქვს და მას სამი წელია არ მოუგია, 2023 წლის აპრილში, მან რემატჩში ალექს პერეირა ნოკაუტით დაამარცხა. პაიფერმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო. მისი UFC-ის რეკორდი 7/1-ია.
Another loss.
— RALPH Chidozie George (@ralphcgeorge) March 29, 2026
Israel Adesanya knocked out by Joe Pyfer.
*2nd round TKO (4:18)
"I am not retiring" he said https://t.co/cGyvdD8VwN
ქალებში, ალექსა გრასო, გამარჯვებების სიას დამანგრეველი დარტყმით დაუბრუნდა და UFC Fight Night 271-ის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებაში, მეისი ბარბერი მარცხენა ხელით ნოკაუტით დაამარცხა.
მსუბუქ წონაში ყოფილ ჩემპიონს მხოლოდ პირველი რაუნდის 2:42 წუთი დასჭირდა, რათა მოწინააღმდეგე ბარბერი ნოკაუტით დაემარცხებინა. ბარბერი ოქტაგონზე ზედიზედ შვიდი ბრძოლის მოგების შთამბეჭდავი სერიით შევიდა. გრასომ ბარბერს კარიერაში მეორედ მოუგო - პირველი შეხვედრა 2021 წლის თებერვალში, UFC 258-ზე, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წაიღო.
Deram vitória por nocaute pra Grasso, mas o árbitro parou a luta durante um golpe de submissão.
— MMA Melotto (@MMAmelotto) March 29, 2026
Creio que deveria ser finalização técnica (quando é sem a desistência explícita do atleta). #UFCBR https://t.co/tbX8pbK5HX