Belive

RAF-ში გამარჯვებულმა დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო გამოიწვია

9 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა ძალები ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაციაშიც გამოსცადა. RAF 9-ზე, ქართველის მეტოქე, UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ფრენკი ედგარი იყო. მერაბს, 44 წლის ვეტერანთან, მარტივი გასეირნება გამოუვიდა და სადებიუტო ბრძოლა 12:1 მოიგო. შეხვედრის ტექნიკური უპირატესობით დასრულების შემდეგ (როცა მეტოქეეს 10 ქულით უსწრებ), დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო გამოიწვია - სწორედ სეხუდოსთან უნდა შემდგარიყო მერაბის დებიუტი.

მინდა, ჰენრი გამოვიწვიო. ის გაქრა, როცა მზად ვიყავი. ჰენრი, იმედი მაქვს, დიდი 'კვერცხები' გაქვს, რომ ჩემთან იჭიდავო. მექსიკური 'კვერცხები' მაჩვენე, ძმაო!

ეს ჭიდაობაა, ერთ ქულას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მე მიყვარს RAF. ეს მაძლევს მოტივაციას. ეს შესანიშნავი მიზეზია იმისთვის, რომ დაკავებული ვიყო, ყველგან უკეთესი გავხდე. მე მზად ვარ. ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერს ვეჭიდავები. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
View this post on Instagram

A post shared by Real American Freestyle (@rafwrestlingusa)

ერთ-ერთ მომენტში, თავებით შეჯახების შემდეგ, დვალიშვილს პირდაპირ ცხვირში მოხვდა, ეს არასასიამოვნო ეპიზოდი იყო მაშინ, როცა ვიცით, მან ცოტა ხნის წინ, ვარჯიშის დროს კიდევ ერთი მოტეხილობა მიიღო.

რადგან დვალიშვილი ჯერ კიდევ ელოდება UFC-ის მოქმედი ჩემპიონის, პიოტრ იანის წინააღმდეგ ტრილოგიის ჩანიშვნას, ის გეგმავს, დარჩეს RAF-ში (სანამ დრო აქვს) და სეხუდოს დაელოდოს.