Belive

დანა უაითის ქონება და ყოველწლიური შემოსავალი

3 წლის წინ სხვა
2 წთ
რამდენიმე წლის წლის დანა უაითს ერთ-ერთი კაზინოს აღმასრულებელი დირექტორი, ლორენცო ფერტიტა დაუკავშირდა, რომლის მფლობელობაშიც იყო ორგანიზაცია სახელად "UFC", ამ უკანასკნელმა უაითს პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობა სთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც დანა უაითი UFC-ის პრეზიდენტია მისი ქონება საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა თავისუფლად შეიძლება აქვე ითქვას, რომ ეს ყოველივე დამსახურებულია. უცხოური მედიაგამოცემა SportBible წერს, რომ ამერიკელი UFC-ის ერთ-ერთი მთავარი სახეა, რაც პირდაპირპროპორციულია როგორც UFC-ის ასევე MMA-ის პოპულარიზაციის ზრდაში მისი უდიდესი წვლილისა. 51 წლის უაითის ქონება ამჟამად 500 მილიონი ამერიკული დოლარია, მას ყოველწლიურად 20 მილიონი დოლარი აქვს ხელფასის სახით, რასაც თითოეული UFC-ის ღონისძიების სარეკლამო შემოსავლებიდან 9% ემატება. დანა უაითის ფინანსური სიძლიერე UFC-ისთვის, რომ კიდევ ერთი ძლიერი მხარეა იმით დამტკიცდა, რომ მან კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთ-ერთი უსაფრთხო კუნძული მთლიანად შეიძინა. კუნძულის შეძენის არსი UFC-ის ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება გახლდათ, რომელიც 2020 წლის 18 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა მიუხედავად გონივრული მცდელობისა, ღონისძიება ვერ შედგა, მიზეზად კი ვირუსის გავრცელების რისკები დასახელდა.

კუნძული, რომელიც დანა უაითის კერძო საკუთრებაშია


მიუხედავად პანდემიისა დანა უაითმა მაინც მოახერხა და ღონისძიებები წარმატებით ჩაატარა, რომელთა მსვლელობისას მაყურებელმა არაერთი დასამახსოვრებელი ბრძოლა იხილა. 2020 წლის მაისში UFC 249-ს ფლორიდამ უმასპინძლა, სადაც ჯასტინ გეიჯისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირება ვიხილეთ. შემდეგ იყო UFC 250, რომელიც ნევადაში გაიმართა და ასევე წარმატებით.

პანდემიის ფონზე გამართული საბრძოლოო "ივენთების" შემდეგ, პრესტიჟულმა საბრძოლო ორგანიზაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გადაწყვიტა ღონისძიების ჩატარება და აღნიშნულმაც და მას შემდეგ ჩატარებულმა თითოეულმა საბრძოლო ღამემ, წარმატებით ჩაიარა. ამრიგად, დღევანდელ რეალობაში დანა უაითის შესახებ საკმაოდ ბევრ მოსაზრებას მოისმენთ, თუმცა ექსპერტების უდიდესი ნაწილის აზრით, ამერიკელი შესანიშნავი მენეჯერია და ბრწყინვალედ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, რომელიც როგორც ზემოთ წაიკითხეთ მის "ჯიბესაც საგრძნობლად ასქელებს".

სხვა სტატიები