დანა უაითი მერაბისა და ო'მალის ბრძოლაზე ახალ რეკორდს ელის
როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლა ლას ვეგასში, Sphere-ში გაიმართება. დანა უაითის თქმით, აღნიშნულ ლოკაციაზე ღონისძიების ჩატარება საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მისივე მტკიცებით, ეს იქნება პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა UFC-ის ღონისძიება Sphere-ში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დანა უაითი ამ საღამოს ბილეთებიდან ყველაზე დიდ შემოსავალს ელის. აქამდე უმაღლესი თანხა, რაც ყველაზე პრესტიჟულმა MMA-ის ორგანიზაციამ მიიღო $17,7 მილიონია. UFC-ის პრეზიდენტის თქმით, მერაბისა და ო'მალის ბრძოლის საღამოდან $25 - 27 მილიონს ელის (მხოლოდ ბილეთები).
🚨 Dana White predicts that the gate for #NocheUFC at the Sphere will be anywhere between $25 MILLION - $27 MILLION! 🤯
— Championship Rounds (@ChampRDS) August 3, 2024
The current gate record is $17.7 MILLION.
(via. @KevinI) #UFC #MMA pic.twitter.com/IuY9IRHJGk
ამ ბრძოლას მერაბ დვალიშვილი ძალიან დიდი ხანი ელოდა. საბოლოოდ, 10-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, დანა უაითმა საჩემპიონო ბრძოლა მისცა. იმ შემთხვევაში თუ მერაბი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.