Belive

"დანა უაითს და TBS-ს უნდა რცხვენოდეს“ | UFC-ის პრეზიდენტს ახალი წამოწყების გამო აკრიტიკებენ

1 წლის წინ სხვა
2 წთ

WWE-ს ყოფილი ვარსკვლავი და ახლა უკვე ნევროლოგი კრის ნოვინსკი დანა უაითს მკაცრად აკრიტიკებს. დანას კრიტიკის მთავარი მიზეზი მისი ახალი ორგანიზაციაა, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სილას აწნავენ.

ნოვინსკი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, თვლის რომ ეს სპორტი ტვინისთვის საკმაოდ სახიფათოა და სერიოზულ დაზიანებებს იწვევს. გარდა ექსპერტული ანალიზისა, კრისმა დანა უაითზეც გააკეთა კომენტარი:

"ეს ძალიან ცუდია. აშკარაა, რომ მან ტვინის დაზიანება მიიღო. ის ვეღარასდროს იქნება ძველებურად. დანა უაითს და TBS-ს უნდა რცხვენოდეს. რა არის შემდეგი, ვინ გადაურჩება დარტყმას?" - დაწერა ნოვინსკიმ საკუთარ Twitter-ზე

"მესმის, რომ ზრდასრულებს შეუძლიათ აკეთონ ის რაც სურთ, თუნდაც ეს საფრთხის შემცველი იყოს. მაგრამ, დარტყმის მიღება ყოველგვარი დაცვის გარეშე ძალიან სახიფათოა."

ნოვინსკის კრიტიკა Power Slap-ის მიმართ განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთ სპორტსმენს სახეზე საკმაოდ მძიმე დაზიანება აქვს მიღებული.

ცნობილი MMA-ს ჟურნალისტი არიელ ელვანი ყოველთვის აკრიტიკებდა ამ იდეას და Power Slap-ის ტურნირის ჩატარებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა:

"სირცხვილი TBS-ს, თუ ისინი Slap Fighting League-ის ეთერში გაშვებას აპირებენ."

აღნიშნული ტურნირის ჩატარება არც ისე ადვილი იყო. დანა უაითსა და მის გუნდს გარკვეულ ინსტაციებთან მოუწიათ კონსულტაციების გავლა და ნებართვის აღება.

"სირცხვილი ნევადას ამ ტურნირის დაკანონებისთვის. ნევადა, რომელიც უფლებას არ გვაძლევს შიშველი მუშტებით ბრძოლა ჩავატაროთ, ასეთ მარაზმში იღებს მონაწილეობას. სირცხვილი იმ სპორტსმენებს, რომლებიც აქ იღებენ მონაწილეობას." - განაცხადა არიელ ელვანიმ.

კრივისა და საბრძოლო ხელოვნებისგან განსხვავებით, აქ სპორტსმენებს თავის დაცვის საშუალება არ აქვთ და სწორედ ეს არის ხალხის შეშფოთების ძირითადი მიზეზი. აღსანიშნავია, რომ Power Slap-ის სეზონის დასრულებამდე კიდევ 7 საშეჯიბრო დღე რჩება.

სხვა სტატიები